კულტურა
25.04.2023 14:55
კულტურის სამინისტრომ კონკურსის ოთხი გამარჯვებული გამოავლინა, ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელი გორის თეატრია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის - „ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ - გამარჯვებული ოთხი პროექტი გამოავლინა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელი გორის თეატრი იქნება.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტიპის კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა და რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, 68 000 ლარია.

„კონკურსის შედეგად დაფინანსდა სპექტაკლების დადგმა ქართველი ავტორების შემდეგი პიესების მიხედვით:
ლალი როსებას „პრემიერა“ - განმახორციელებელი სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ალექსანდრე ქოქორაშვილის ,,სტაფილო ანუ მესამე კატეგორიის მკვლელობა" - განმახორციელებელი სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალი“ - განმახორციელებელი სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ირაკლი სამსონაძის „ყოფილების სარეცელი" - განმახორციელებელი სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
კვირის ამბები