მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაში განაცხადების მიღება 27 აპრილს დასრულდება.
ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადა 15:00 საათია.
შეგახსენებთ, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხას, გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს შეადგენს.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში კი, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი: ახალი ბიზნესის წამოწყება; ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება და განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიცარებს.
დაინტერესებულ პირებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე: 15 25