კულტურა
25.04.2023 13:49
გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატები გახდნენ
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კლასიკური მუსიკის მე-16 კონკურს-ფესტივალში - „მომავლის ვარსკვლავები“, მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის გალაკონცერტი საქართველოს ხელოვანთა კავშირში გაიმართა და „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატები გახდნენ: მარიამ ნუკრაძე (საფორტეპიანო განყოფილება, III კლასი - პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი); ანა სტეფანაშვილი (საფორტეპიანო განყოფილება, IV კლასი - პედაგოგი ლამარა ბარამიძე); გიტარის ტრიო (ბექა ლომოური, გურამ ბოლოთაშვილი, ზურაბ ხერხეულიძე - პედაგოგი თამარ გიუნაშვილი); გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი - ხელმძღვანელი თეონა ცირამუა, კონცერტმეისტერი მთვარისა ბერძნიშვილი).
სამუსიკო სკოლის გუნდს, ასევე „ჟიურის ფავორიტი გუნდი“-ს წოდება მიენიჭა.
კვირის ამბები