ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობების გამოსაკვლევად და არსებული გამოწვევების დასაძლევად კომფერენცია გაიმართება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის თემაზე - „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტყეზე არსებული ზეწოლის შემცირების შესაძლებლობების და საჭიროების საკითხების პოპულარიზება ახალგაზრდებში, ასევე მათი დაინტერესება სატყეო სექტორით და ქვეყანაში არსებული ტყის რეფორმით.
„სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 28 აპრილამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე და 5 მაისამდე ელ-ფოსტის საშუალებით წარმოადგინოთ ნაშრომი და პრეზენტაცია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https: //eiec. gov. ge/Ge /News/details/3042“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
ცნობისთვის, კონფერენცია იმართება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.