სპორტი
25.04.2023 11:26
გორის და ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები კრივში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გორის და ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები ლევან დემუროვი და ლაშა კერესელიძე ახალგაზრდებს შორის კრივში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაზე კერესელიძის პირველი მეტოქე გერმანიის წარმომადგენელი მუსტაფა ჰამადი იქნება.

რაც შეეხება დემუროვს, სპორტსმენი პირველ ორთაბრძოლაში იტალიელ გაეტანო ბუონოკორეს დაუპირისპირდება.
კონტინენტის ჩემპიონატი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდება. შეჯიბრება 25 აპრილიდან 4 მაისამდე გაგრძელდება.
კვირის ამბები