სპორტი
25.04.2023 10:51
25-30 აპრილს გორი კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
25-30 აპრილს გორი კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 2007-2008 წელს დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შორის არიან როგორც გოგონები, ისე ვაჟები.

სპორტსმენები ერთმანეთს პირველობისთვის 26 წონით კატეგორიაში (13 - ვაჟები, 13 - გოგონები) დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ. გარდა ამისა, გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს გორში კრივის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გიორგი კარელიძის თასი გადაეცემა.

ჩემპიონატი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში გაიმართება.
კვირის ამბები