საზოგადოება
24.04.2023 15:48
გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად კონკურსი ცხადდება

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად იწყებს საინფორმაციო კამპანიას - „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ და გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

„თუ  ხარ 18-30 წლის  გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, გაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესი, გაქვს სურვილი ჩაერთო მუნიციპალიტეტის განვითარებისა და  ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო  პასუხისმგებლობის დონის გაუმჯობესება/ამაღლება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. კამპანიის განხორციელების პერიოდი 2023 წლის 15 მაისი-31 ოქტომბერია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 5 მაისის ჩათვლით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: 593451428

 

 

კვირის ამბები