დედამიწის დღის აღსანიშნავად გამართულ კონკურში გამარჯვებული გორელი მოსწავლეები თბილისში, ექსპერიმენტორიუმის მუზეუმში გაემგზავრებიან.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით გამართულ კონკურსში 15 გამარჯვებული გამოვლინდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ ასფალტზე ხატვაში, კონკურსანტებმა, ასევე, გამოფინეს დედამიწის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, დედამიწის დღე 1970 წლიდან ყოველწლიურად გარემოს დაცვის მხარდასაჭერი მრავალფეროვანი ღონისძიებებით 22 აპრილს აღინიშნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში