საქართველოს ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ჯგუფის მორიგი ტურის მატჩში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდი „გორი“ სპორტის უნივერსიტეტის გუნდს - „სპორტუნს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 44:39 დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვებით „გორი“ უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
გორელთაგან მეტოქის კარში ყველაზე მეტი, 10 გოლი ბექა გახოკიძემ გაიტანა, 8-8 გოლი კი თორნიკე გაგლოშვილის და ნოდარ დალაქიშვილის ანგარიშზეა. საკუთარ გუნდს 6 ქულა გიორგი ახალბედაშვილმა მოუტანა, ხოლო მეტოქის კარში 4-4 გოლი ლაშა შემშენოვმა და გიორგი თედიაშვილმა გაიტანეს. საკუთარი გუნდი ორი ქულით ლუკა ბიძინაშვილმაც დააწინაურა. თითო-თითო ქულა კი მიხეილ ბაბუციძისა და ვაკო კვარიანთაშვილის ანგარიშზეა.