გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. ამ ეტაპზე, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ ფარგლებში სამი პროექტია შერჩეული.
„თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების სახლ „Art House“- ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო აქტოვობა ხორციელდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდული ინიციატივების შერჩევის მიზნით კონკურსს ზაფხულშიც გამოაცხადებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში