გორელმა სუმოისტმა ლუკა ავაზაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე 21 წლამდელთა შორის მძიმე წონაში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში სპორტსმენი, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის პრიზიორიც გახდა.
რაც შეეხება 23 წლამდელებს შორის ასპარეზობას, ავაზაშვილმა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მძიმე და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ავაზაშვილთან ერთად ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი სპორტსმენი, ნოდარ კუთხაშვილი მონაწილეობდა. კუთხაშვილმა 23 წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, სუმოს ევროპის ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ კიელცეში 22-23 აპრილს ჩატარდა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შედეგებს, აღნიშნულ ჩემპიონატზე 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გუნდური ვერცხლი მოიპოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება