საინტერესო ამბები
04.02.2020 12:52
10 ყველაზე საშიში ვირუსული დაავადება, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საუკუნეების განმავლობაში, მედიცინის მაღალდ დონეზე განვითარებამდე, ადამიანები სხვადასხვა მსუბუქი დაავადებების გამოც კი იღუპებოდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, დარგი დაიხვეწა და განკურნების მაჩვენებელმაც საგრძნობლად მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ განვითარებული დარგია, მაინც არსებობს დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც ადამიანი უძლურია. GMnews გთავაზობთ ქვეყნიერების ისტორიაში 10 ყველაზე საშინელ დაავადებას, რომელთაგან რამდენიმე ჯერ კიდევ კაცობრიობის „თავის ტკივილს“ წარმოადგენს.

      1. ტიფი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Rickettsia იწვევს. სიტყვა ტიფი ბერძნულიდან                მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით ნისლს, ბურუსს ნიშნავს. დაავადება პირველად, ესპანეთში, 1489 წელს                      გამოჩნდა, რომელსაც 17 000 მეომარი ემსხვერპლა.

  1. ვირუსი ებოლა - სახელწოდება „ებოლა“ დაავადებამ იმ მდინარიდან მიიღო, სადაც ის აღმოაჩინეს. ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, სწორედ ებოლაში დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსის გამავრცელებელი მფრინავი მელიაა, რომლის ხორცითაც დაინფიცირდა მოსახლეობა. 2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით, ებოლას ვირუსით 1779 ადამიანი იყო დაინფიცირებული, რომელთაგან 961 დაიღუპა.
  2. მალარია - მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. დაავადების გამავრცელებელი კოღოა, რომელსაც ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე კბენით გადააქვს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს, მალარიის 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  3. ქოლერა - კაცობრიობის ისტორიაში ეს გახლავთ სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება. ქოლერა პირველად ბენგალში (ინდოეთი) დაფიქსირდა, საიდანაც ინდოეთში, ჩინეთში, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებში გავრცელდა. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი, მისი განკურნება უკვე შესაძლებელია და მკურნალობის მეთოდად რეჰიდრატაციული თერაპია და ანტიბიოტოთერაპია გამოიყენება.
  4. ყვავილი - ის უძველესი დაავადებაა, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვამდე გამოჩნდა. მეცნიერები მოიაზრებენ, რომ ყვავილი ძველი ეგვიპტური მუმიებისგან გაჩნდა და ინდოეთში სწორედ ეგვიპტელმა ვაჭრებმა შეიტანეს. გასულ საუკუნეში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.
  5. ესპანური გრიპი - 1918 წელს მსოფლიოში გრიპის პანდემია გავრცელდა, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობის დადგენის საშუალებას არ იძლევა, თუმცა, ცნობილია, რომ პანდემია 1918 წლის მარტიდან 1920 წლის ივნისამდე გაგრძელდა, საერთო ჯამში კი, ესპანური ვირუსით 20 100 მილიონი (ოცი მილიონ ასი ათასი) ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, სწორედ ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი).
  6. ყვითელი ცხელება - ყვითელი ცხელების ეპიდემია 1973 წელს დაფიქსირდა, ლოკაცია კი, ფილადელფია და პენსილვანია გახლდათ. მხოლოდ ფილადელფიაში, დაავადებით, ერთი თვის განმავლობაში 10 000 ადამიანი დაიღუპა.
  7. ტუბერკულოზი - მე-19 საუკუნის ადრეულ ხანასა და მე-20 საუკუნეებში, საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ ტუბერკულოზი წარმოადგენდა. მე-20 საუკუნისთვის, მსოფლიოში, დაავდებით 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს.
  8. პოლიომიელიტი - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ხერხემალზე ახდენს გავლენას. ამიტომ, პილიოთი დაავადებულები ხშირად პარალიზებულნი რჩებიან. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 3000 ადამიანი დაიღუპა, 20 000 ბავშვი კი, პარალიზებული დარჩა. ვაქცინის შექმნის შემდეგ, ბუნებრივია, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია.
  9.  ბუბონის ჭირი - 1300-იან წლებში ევროპაში ყველაზე საშინელ პანდემად ითვლებოდა ეს დაავადება, რომელსაც 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მას „შავი სიკვდილი“ შეარქვეს. გასულ საუკუნეებში ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომლის გამავრცელებელიც ინფიცირებული რწყილია. დღეისათვის უკვე შექმნილია ვაქცინა, რომელიც შავ ჭირს სრულად კურნავს.
კვირის ამბები