კულტურა
24.04.2023 11:24
ხელოვნების სახლში „Exodus გამოსვლა“ ვიდეოჩვენება გაიმართა

გორში,  ხელოვნების სახლში  მიხეილ ჩარკვიანის დოკუმენტური სპექტაკლის „Exodus  გამოსვლა“ ვიდეოჩვენება გაიმართა. წარმოდგენა რეალურ ისტორიებზეა აგებული და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან.

„სპექტაკლი იკვლევს საზოგადოებას და მის ყოველდღიურობას, როგორც სათეატრო მასალას, უთმობს სივრცეს მოქალაქეებს და მათ გამოცდილებებზე დაკვირვებით აწმყოს ცოცხალ სურათს ქმნის. ამასთან, აფიქსირებს და ინახავს ნამდვილ ამბებს, რომლებმაც განაპირობეს ჩვენი უახლესი ისტორია და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„Exodus გამოსვლა“ არის დოკუმენტური წარმოდგენა, რომელიც 2022 წელს ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრ „ღია სივრცეში“ შეიქმნა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიდეოჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

კვირის ამბები