საზოგადოება
21.04.2023 13:40
მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა
2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრა 340 ლარით, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპი და ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმიც, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

„სამინისტროსთვის, სიღარიბის დაძლევასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების მიერ რეაგირების გამკაცრება ბავშვის და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.
გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები