სპორტი
21.04.2023 13:25
საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის გორელებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული გიორგი და ზურაბ რომელაშვილებმა მოიპოვეს. საბა ღამბაშიძე, ზურა კეკელაშვილი და დაჩი პაპინაშვილი კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.

გარდა ამისა, აღნიშნულ ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენმა, დავით ოქროპირიძემ ოქროს, ხოლო ნიკა ზანგალაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.
ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატს თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, ხაშურმა უმასპინძლა.
კვირის ამბები