საზოგადოება
21.04.2023 12:40
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ქართველ და პოლონელ სტუდენტებს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ქართველ და პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ შაყულაშვილმა სტუდენტებს სამხარეო ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონელი სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შეხვედრაში.

„დღეს ქართველ და პოლონელ სტუდენტებს ვუმასპინძლეთ, ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, ასევე გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე. ვფიქრობ, მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტისთვის, ამ გზით საშუალება აქვთ თავის თანატოლ ევროპელ სტუდენტებთან გაცვალონ ინიციატივები და ასევე, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს იდეებს და ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

სტუდენტებთან შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, მერიის წარმომადგენლები და პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო რეზრიჩენკო დაესწრო.
ცნობისთვის, პროექტს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებს და მასში, ჯამში, 20 ახალგაზრდაა ჩართული.
კვირის ამბები