საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.
ფულადი დანამატის მიმღებები 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები იქნებიან, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.
„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვთა დახმარების პროგრამა და გაზარდა გასაცემელი ფულადი თანხის ოდენობა. მოგეხსენებათ, 2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან კი, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონამდე ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში