გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტის - „საკრებულო ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კონკრეტული პრობლემები ახალგაზრდებმა საკრებულოს ქალ წევრებს გაუზიარეს.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე, მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს გენდერულ საკითხებზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, წარმატებული ქალების მაგალითებს გაეცნენ.
როგორც შეხვედრის ინიციატორები აცხადებენ, გორის საკრებულო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების ჩართულობას მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისას.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში