გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში კონკურსის - „საუკეთესო მოქართულეს“ პრიზიორების დაჯილდოება გაიმართა.
2023 წლის „საუკეთესო მოქართულეს“ წოდება კარალეთის 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლემ - ამანდა ბერიანიძემ მიიღო.
კონკურსის ორგანიზატორების თქმით, გამორჩეული შედეგები აჩვენეს, აგრეთვე, თათია ინჯიამ (გორის მესამე საჯარო სკოლა), თამარ გოგიაშვილმა (ქვეშის საჯარო სკოლა) და ანა ხარხელმა (გორის მესამე საჯარო სკოლა).
„აქტივობაში IX-XII კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. კონკურსის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ენის სიწმინდის დაცვა და მეტყველების კულტურის დონის ამაღლებაა. პროექტს ყოველწლიურად ვახორციელებთ“, - აცხადებენ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებაში.
კონკურსის წარმატებულმა მონაწილეებმა სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. საგანგებოდ მათთვის ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კინოჩვენებაც მოეწყო.
„საუკეთესო მოქართულეებს“ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.