საზოგადოება
20.04.2023 14:57
გორში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ პირებს „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის მომსახურებას სთავაზობს

სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის მომსახურებას სთავაზობს.

პროექტი საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის, გორში ხორციელდება. მომსახურებას ყოველწლიურად 1000-მდე ადამიანი იღებს.  ბენეფიციარის შერჩევა  სოციალური სტატუსის და საჭიროების მიხედვით ხდება.

შინმოვლის პროგრამა გერმანულ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას აერთიანებს. ბენეფიციარების გარდა, პროექტი მათი ოჯახის წევრებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევს და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.

„საქართველოს კარიტასი“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მომსახურების ბინაზე მიწოდებას სახელმწიფო სუბსიდირებული პროგრამის, შემოწირულობების და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კვირის ამბები