ხვალ, 22 აპრილს, გორში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფის მორიგი ტურის მატჩი ჩატარდება ხელბურთში. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი „გორი“ და სპორტის უნივერსიტეტის გუნდი „სპორტუნი“ ერთმანეთს დაუპირისპირდება.
მატჩი 14:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი „გორი“ უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფში პირველ ადგილზეა.