ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველებს რეგისტრაციის ვადა 3-დან 10 თებერვლის ჩათვლით აქვთ, გამოცდები კი, 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება იმ პირებს აქვთ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს, თუმცა, სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი აქვთ.
ამასთან, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. მათთვის რეგისტრაციის დამატებით ვადად 1-5 ივნისი განისაზღვრა, გამოცდები კი, 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება