საზოგადოება
20.04.2023 13:07
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და „ქურდული სამყარო“ - გორელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს პროკურატურის პროექტის - „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში, გორელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრის თემა იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და „ქურდული სამყარო“.  

საჯარო ლექციას გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი და რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე უძღვებოდნენ.  

ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

კვირის ამბები