საზოგადოება
20.04.2023 12:15
სოფელ ქიწნისსა და არაშენდაში საუბნო გზების რეაბილიტაცია მალე დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქიწნისი და არაშენდა, საუბნო გზების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ქიწნისში სასაფლაოსთან (608 მეტრი) და საბავშვო ბაღთან მისასვლელი (376 მეტრი) გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო არაშენდაში 515 მეტრიანი შიდა საუბნო გზა მოწესრიგდება.
ამ ეტაპზე ტენდერი მიმდინარეობს და სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის პირობების მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების და სანიაღვრეების მოწყობაც.

პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 337 310 ლარია.
კვირის ამბები