თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა, ზაგრებში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტიტულოვანმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა თურქ ტაჰა აკგულთან ჩაატარა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა.
პეტრიაშვილმა ზაგრებში გამოსვლა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:2 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის ანგარიშით 7:4 სძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 39 ქვეყნის ნაკრებს შორის, მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა.
ცნობისთვის, ვროპის ჩემპიონატების გარდა, პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორია.