სპორტი
19.04.2023 16:04
გორი Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
გორი Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის „ბარბაროსები“, რომელიც 2011 წელს დაბადებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული,. აღნიშნული კლუბი 22 აპრილს "მონაკოს პრინცესას" საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

Rugby World Georgia-ს პირველ საერთაშორისო ფესტივალის გახსნას  გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.
ცნობისთვის, ღონისძიებას გორის რაგბის სტადიონი მასპინძლობს,  დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები