სსიპ ქალაქ გორის №2 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ და გააჩნდეს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 25 აპრილის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.