საზოგადოება
19.04.2023 12:42
ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში მისვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ 2023 წლის სექტემბრიდან სკოლაში შევიდნენ.

გიორგი ამილახვრის თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კვირის ამბები