საზოგადოება
19.04.2023 11:11
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, სხვა სიმპტომებთან ერთად, Arcturus-ს კონიუნქტივიტი ახასიათებს

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა. Arcturus-ი „ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს.

რაც შეეხება ახალი შტამის სიმძიმეს და სიმპტომებს, Covid 19-ის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, Arcturus-ს ახასიათებს თვალებიდან გამონადენი (კონიუნქტივიტი), შეწითლება და ქავილი. ასევე ახალი შტამისთვის დამახასიათებელია ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება და განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს.

ამ ეტაპზე, კოვიდ-19-ის ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირებული ჯერ არ არის.

კვირის ამბები