სპორტი
19.04.2023 11:04
გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლე მოკრივეთა შორის 5 მედალი მოიპოვეს
გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა, მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოსწავლე მოკრივეთა შორის, 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, თემურ პავლიაშვილი ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ზაზა მდინარიძემ და მარიამ შოშიაშვილმა შეძლეს. ნატალია გურგენაშვილი და გიორგი მეგრელიშვილი კი, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ტურნირზე დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, 2009 – 2010 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, 7-12 აპრილს მარნეულში ჩატარდა.
კვირის ამბები