სპორტი
18.04.2023 11:40
ევროპის თასზე ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გამართული ევროპის თასი ძიუდოში.ტურნირის ვერცხლის პრიზიორი, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გასიტაშვილი გახდა, რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მას გიორგი იანტბელიძე დაესაკუთრა.

გასიტაშვილმა ფინალამდე ზედიზედ ხუთ მოწინააღმდეგეს სძლია, შემდეგ კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. იანტბელიძემ კი, ორი მეტოქის დამარცხების შემდეგ წააგო, გადაერთო რეპეშაჟში და იქიდან ბრინჯაომდე კიდევ ოთხი მოწინააღმდეგის მოგებით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.

ცნობისთვის, შეჯიბრება, რომელშიც ძიუდოისტები 24 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში 15 აპრილს გაიმართა.
კვირის ამბები