დღეს, 17 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მოქალაქეებს გორის სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. სასაფლაოს მიმართულებით დაინიშნა დამატებითი მარშრუტებიც და მოქალაქეები მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
თითოეულ მარშრუტზე ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით ივლის და ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია);
წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა);
კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია);
ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია);
სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია);
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, უფასო ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით, 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.