საზოგადოება
04.02.2020 12:27
ქვეშის საჯარო სკოლას ნოდარ ხადურის სახელი მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას ნოდარ ხადურის სახელი მიენიჭა. 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას მიენიჭოს გარდაცვლილი საერო პირის, ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსისა და ეკონომისტის ნოდარ ხადურის სახელი“- აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის 2020 წლის 3 თებერვლით დათარიღებულ ბრძანებაში. 

„ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის,  წარმოშობით ქვეშელი, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის სახელის მინიჭების ინიციატივა სოფლის მოსახლეობას ეკუთვნის. სწორედ მათი სახელით შევიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზემოხსენებული თხოვნა. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ანალოგიური შინაარსის თხოვნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მივმართეთ, თუმცა, არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო უარი მივიღეთ“, - განაცხადა  GMnews-თან ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა.

ნოდარ ხადური, 49 წლის ასაკში, ჯანმრთელობის პრობლემებით გარდაიცვალა. ბოლოს, იგი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კვირის ამბები