16 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, 15 აპრილს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების ნიშანია.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
მორწმუნე ქრისტიანთათვის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმია, აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე.
მორწმუნე მრევლი მაცხოვრის აღდგომას ერთმანეთს ამგვარად ულოცავს:
- ქრისტე აღსდგა!
- ჭეშმარიტად აღსდგა!
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში