დღეს, 15 აპრილს, გორში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შესაბამისად, გამოფენა წელსაც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და წარმოდგენილი იყო საკონდიტრო ნაწარმი, ჩირეული, თაფლი, ღვინო, ხელნაკეთი სამკაულები, ხის დეკორაციები, კერამიკის ნივთები, ნაქარგი ნაწარმი, ხელნაკეთი სანთლები, თექით და ბისერებით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთების რეალიზაციიდან შეგროვილი თანხით კი მეწარმეები, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გორის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.
ღონისძიება გორისა და ატენის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლობით მოეწყობა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში