გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსახლკარო, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცემათ. აღნიშნული მოქალაქეების ნაწილს სადღესასწაულო ნობათი უკვე გადაეცა. როგორც მერიაში აცხადებენ, მთლიანობაში, სასურსათო პაკეტებს 300-მდე ოჯახი მიიღებს.
,,ღონისძიება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით დაიგეგმა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას და აქტიურად ჩაერთო ამ კეთილი საქმის განხორციელებაში.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში