შიდა ქართლში, გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილი დედა-შვილია. 30 წლამდე ასაკის ქალი და 7 წლის გოგონა ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, რეანიმაციული ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო, ბავშვის სპეციალიზებულ კლინიკაში გადასაყვანად გამოძახებულ იქნა კატასტროფული მედიცინის ჯგუფი, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში, ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გომი-ვაყის მონაკვეთზე დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად 6-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, დაშავებულთა ნაწილს მკურნალობა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარდება, მათ შორის მძიმეა ორი ადამიანის - პაპის და შვილისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.