საზოგადოება
15.04.2023 15:56
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

თბილისის დროით 15:54 საათზე, იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის - საქართველოდანაც.

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მართლმადიდებელი სამყარო კვირას, 16 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

კვირის ამბები