გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი კოტეჯი სოციალურად დაუცველ და უსახლკარო კიდევ ერთ ოჯახს ამჯერად სოფელ ბერბუკში გადასცა.
მერიის ინფორმაციით, კობლიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი მერიის ქირავნობის პროგრამით რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გორის მერიამ საცხოვრებელი კოტეჯი სოციალურად დაუცველ და უსახლკარო სონია გეჯაძის ოჯახსაც გადასცა.
მთლიანობაში, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელი კოტეჯით ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს.