აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში, კვერნაქის სასაფლაოზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, სააგენტოს თანამშრომლებმა კვერნაქის სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს. ეკალ-ბარდების, პოლიეთილენის პარკების და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა სასაფლაომდე მისავლელი გზა და საფლავებს შორის არსებული ბილიკები.
გამოიცვალა გარეგანათების დაზიანებული ნათურებიც.