გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში პროექტი - „ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს“ - ხორციელდება.
პროექტში, რომელსაც სათემო არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ ახორციელებს, ჩართულები არიან დევნილი, სოციალურად დაუცველი 9-დან 17 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდები.
არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სახელოვნებო, ციფრული, სპორტული აქტივობები და ინტელექტუალური თამაშებში ტარდება.
„ბავშვებს ყოველთვის მოუხარიათ აქ მოსვლა. საინტერესო და საჭირო აქტივობებთან ერთად, მეგობრობას, თანადგომას, სამშობლოს სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას სწავლობენ. უფრო გახსნილნი და ლაღები გახდნენ. ვისარგებლებ შემთხვევით და მშობლების სახელით, მადლობას გადავუხდი გორის მერიას თანადგომისთვის, „ბეთლემის“ ხელმძღვანელს მერი მაყიშვილს დიდი ამაგისთვის“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სოფიო მეგრელიშვილმა.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, ახალგაზრდების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.