საზოგადოება
12.04.2023 15:23
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება, - აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება - 10% - მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;

0-5 წლ. ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და სტუდენტებისთვის - 20% - არაუმეტეს 1000 ლარისა;

საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი - 30% - არაუმეტეს 1500 ლარისა.

კვირის ამბები