საზოგადოება
12.04.2023 14:31
12 აპრილი კოსმონავტიკის დღეა
12 აპრილს „საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე აღინიშნება“. სწორედ 1961 წლის 12 აპრილს, 62 წლის წინ რუსი კოსმონავტი იური გაგარინი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ხომალდ „ვოსტოკ-1“-ით გაფრინდა და 1 საათსა და 48 წუთში დედამიწას ერთხელ შემოუარა.

მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა, კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.

ცნობისთვის, ადამიანის წამყვანი პირველი ხომალდი Vostok 1-ის კაფსულა რუსეთის კოსმოსურ ქალაქ კოროლიოვის მუზეუმშია განთავსებული და მის სანახავად მუზეუმს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.
კვირის ამბები