ხელოვნების სახლმა 2023 წლისთვის საგამოფენო პროექტების განაცხადების მიღება დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, განმცხადებელი შესაძლოა იყოს რეგისტრირებული ორგანიზაცია ან კერძო პირი, რომელიც ოპერირებს თანამედროვე ხელოვნების დარგში. განაცხადი უნდა მოიცავდეს მონაწილეების და პროექტის გუნდის აღწერას, რომლებსაც აქვთ გამოფენის განვითარების და მართვის უნარი. წარდგენილ პროექტს უნდა ახლდეს ხელოვანის, კურატორის განაცხადი, კონცეფცია, სამოქმედო გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2700 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით).
პროექტებს ჟიური შეარჩევს, წარდგენილი განცხადებებიდან შეირჩევა ოთხი გამოფენა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უპირატესობა მიენიჭება გამოფენებს რომლებიც შეიქმნება კონკურსის ფარგლებში და პირველად წარსდგება დამთვალიერებლის წინაშე. თითოეული გამოფენის ვადა 1 დან- 2 თვემდე პერიოდს მოიცავს.
დაინტერესებულმა პირებმა ვიზუალური მასალა - ორგანიზაციის და მონაწილეების პორტფორლიოები PDF ფორმატში, სააპლიკაციო ფორმასთან ერთად, ელექტრონულ ფოსტაზე arthousegori@gmail.com უნდა გადააგზავნონ. განაცხადების მიღების ვადაა 2023 წლის 30 აპრილი. შერჩეული პროექტების შესახებ აპლიკანტები მიიღებენ ინფორმაციას არაუგვიანეს 2023 წლის 5 მაისისა.
პროექტი ,,Art House 20 23” ხორციელდება ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.