სპორტი
12.04.2023 13:51
გიორგი მირუაშვილი ისიდორე მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის სპორტული სკოლის ქვახვრელის ძიუდოს სექციის სპორტსმენი - გიორგი მირუაშვილი, ისიდორე მჭედლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.

მირუაშვილმა 24 კგ. წონით კატეგორიში იასპარეზა და შეჯიბრება პირველი ადგილით დაასრულა. გამარჯვებულს შესაბამისი ხარისხის მედალი და დიპლომი გადაეცა.

ცნობისთვის, ისიდორე მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი თბილისში 9 აპრილს ჩატარდა.
კვირის ამბები