მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 17 აპრილს, ორშაბათს, მოქალაქეები გორის სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
თითოეულ მარშრუტზე ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით ივლის და ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია);
წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა);
კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია);
ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია);
სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია);
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, უფასო ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით, 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში