საზოგადოება
12.04.2023 12:21
დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადები 24 აპრილის ჩათვლით მიიღება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადები 24 აპრილის ჩათვლით მიიღება.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება.

„პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. საჭირო დოკუმენტების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც“, – info@idp. gov. ge“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები