საზოგადოება
03.02.2020 17:27
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ - შეიცავს თუ არა საფრთხეს ჩინეთიდან გამოწერილი ნივთები და რამდენ ხანს ცოცხლობს ვირუსი ცოცხალი ორგანიზმის გარეთ

მსოფლიოს 25 ქვეყანაში 2019-nCoV შტამის ახალი კორონავირუსი მძვინვარებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემია პიკს დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს, რის შემდეგაც დაავადების ახლანდელი ტემპით გავრცელება შეჩერდება და გავრცელების კოეფიციენტი კლებას დაიწყებს. მანამდე კი, GMnews-ი გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ

შტამი

2019-nCoV;

სიმპტომები

მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ხველა;

ინკუბაციის პერიოდი

2 - 14 დღე.

დაავადების დიაგნოსტიკა

მხოლოდ ლაბორატორიული კვლევები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გრიპის ვირუსის კონკრეტული შტამის დიაგნოზი 100%-იანი სიზუსტით დავსვათ. მხოლოდ სიმპტომების მიხედვით დასმული დიაგნოზი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ზუსტი.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში და საგნებზე

გრიპის ვირუსი ცოცხალი ორგანიზმის გარეთ მაქსიმუმ 8 საათს ძლებს. რის შემდეგაც გარემოში არსებული მისთვის არახელსაყრელი პირობების გამო იღუპება. ასე რომ, ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ნულია. რამდენიმე დღის წინ, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბანანში სპეციალურად შეყავთ ვირუსი, რომელიც შემდგომში რეალიზაციაში ეშვება. სპეციალისტებზე დაყრდნობით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას რეალობასთან კავშირი არ აქვს და გრიპის ვირუსი ბანანში და ხილ-ბოსტნეულში ვერ ცოცხლობს.

სტატისტიკა
გარდაცვლილთა უმეტესი წილი მოდის ხანდაზმულ (70 წელს გადაცილებულ) და სუსტი / არაჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე.

ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი

2.0 -3.1 - რაც ნიშნავს, რომ 1 დაავადებული ადამიანიდან ინფიცირდება მაქსიმუმ 3 ადამიანი და არა ათასობით ადამიანი. ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გავრცელების კოეფიციენტი 1.3-ია.

გარდაცვალების კოეფიციენტი

2% (ანუ 2 ადამიანი ყოველ 100 ვირუსით დაინფიცირებულზე). რამდენიმე დღის წინ, ეს მაჩვენებელი 4% იყო. თუ სტატისტიკიდან კარანტინში ჩასმულ ჰუბეის პროვინციას ამოვიღებთ (სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს) გარდაცვალების კოეფიციენტი 0.3-მდე ეცემა.

ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის გართულებების შედეგად, მსოფლიო მაშტაბით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 290000 - 650000 ადამიანი იღუპება.

მკურნალობა

ზოგადად, გრიპის ვირუსის კონკრეტული სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და როგორც წესი, სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება. ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციებისთვისაა და გრიპის ვირუსს არ კლავს. გაითვალისწინეთ, ბაქტერია და ვირუსი ერთი და იგივე არ არის. პროფილაქტიკის მიზნით ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს. ამით საკუთარ ორგანიზმს უდიდეს ზიანს მიაყენებთ.

პროფილაქტიკა

ნებისმიერი გრიპის ვირუსი იოლი გადასატანია მათთვის, ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს. ასე რომ, მიირთვით ცე ვიტამინით მდიდარი საკვები. უარი თქვით ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარებაზე და მიიღეთ იმუნური სისტემის გასაძლიერებელი მულტივიტამინები.

ხშირად დაიბანეთ ხელები და გამოიყენეთ ალკოჰოლური საწმენდი საშუალებები. ხშირად გაანიავეთ ბინა და სამუშაო ოფისი.

 

 

კვირის ამბები