საზოგადოება
11.04.2023 21:19
გორის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ცოტა ხნის წინ, გორის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბერბუკის ჩასახვევთან მოხდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და მსუბუქი ავტმობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი და მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი 39 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა, შუბლის მიდამოს და წარბის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და ამავდროულად, ზემო კიდურის ტრავმა,  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ მკურნალობის ტაქტიკა შეირჩევა. რაც შეეხება მამაკაცს, უტარდება კვლევები და შესაბამისად იქნება განსაზღვრული ორივე პაციენტის  მკურნალობის ტაქტიკა“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ცხრა თვის ბავშვიც იმყოფებოდა რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები