საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, დღეს, გორში გარბენი გაიმართა.
მარათონს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებიც შეუერთდებიან და დისლოკაციის ადგილების მიხედვით დასახლებულ პუნქტებში გარბენებს განახორციელებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, მანამდე გარბენი ახალციხესა და ვაზიანში ჩატარდა. სამხედრო მოსამსახურეებმა 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.